აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუბიომ საგარეო უწყების ხელმძღვანელებს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა პაჰალგამში თავდასხმის დაგმობის აუცილებლობას.
"სახელმწიფო მდივანმა პაკისტანის წარმომადგენლებს ამ მიუღებელი თავდასხმის გამოძიებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა პაკისტანს, ითანამშრომლოს ინდოეთთან დაძაბულობის შესამცირებლად, პირდაპირი კონტაქტების აღსადგენად და სამხრეთ აზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად", – ნათქვამია განცხადებაში.