რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საუბარი ძირითადად უკრაინის კრიზისის თემას შეეხო.

მათივე ცნობით, ლავროვმა და რუბიომ ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას, რათა შეთანხმებულ იქნეს გზა უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისკენ;

"რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით გაგრძელდა პროდუქტიული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გააქტიურდა," - აღნიშნულია განცხადებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონტაქტებს ყველა დონეზე.