აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რუსეთმა და უკრაინამ მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგან, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ შუამდგომლობას შეწყვეტს. 

"დროა, რომ ამ კონფლიქტის დასრულების გზებზე ორივე მხარემ კონკრეტული წინადადებები წარადგინოს". - ციტირებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი მარკო რუბიოს ბრიფინგზე. 

ბრიუსის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, გამოეთიშება თუ არა ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს შორის შუამდგომლობის პროცესს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია. 

"თუ პროგრესი არ იქნება, ჩვენ უკან დავიხევთ, როგორც მედიატორები ამ პროცესში". - თქვა პრესსპიკერმა.