აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვიზები არ გაიცემა იმ ადამიანებზე და გაუუქმდებათ იმ პირებს, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ.

ამის შესახებ რუბიომ fox news-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არ უნდა გავცეთ ვიზები ისეთ ადამიანებზე, რომლებიც აშშ-ში ჩამოდიან და ისეთ საქმეებს ჩაიდენენ, როგორიცაა მკვლელობის, სიკვდილით დასჯის და პოლიტიკური ფიგურის მკვლელობის ზეიმი. ხოლო თუ ისინი აქ არიან, მაშინ ჩვენ მათ უნდა გავუუქმოთ ვიზები. რატომ უნდა გვსურდეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხის ჩამოყვანა, რომლებიც ნეგატიურ და დესტრუქციულ ქცევაში ჩაერთვებიან?“, – განაცხადა რუბიომ.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ვიზის მსურველები და მფლობელები, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის შექების, გამართლების ან აბუჩად აგდების შემთხვევაში, მათ შესაძლოა, ვიზის გაცემაზე უარი უთხრან ან დეპორტაცია დაემუქროთ.