NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ძალიან ცოტა იარაღს აწარმოებენ რუსეთთან და ჩინეთთან შედარებით. ამის შესახებ CNN იუწყება.
ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში, რუტემ თქვა, რომ NATO-ს მეტი იარაღის წარმოება სჭირდება.
"ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღის წარმოება, ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარისს. არც აშშ-ში და არც ევროპაში. ჩვენ ჩამოვრჩებით რუსებთან და ჩინელებთან შედარებით', - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
რუტემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს "ძლიერი" თავდაცვის ინდუსტრია, მაგრამ უნდა გაიზარდოს იარაღის წარმოება.