NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ლონდონის სამიტთან დაკავშირებით სამ ძირითად პუნქტს ასახელებს.

"ძალიან პოზიტიური დასაწყისი დღევანდელ შეხვედრაზე ლონდონში. სამი ძირითადი პუნქტი:

მხარი დავუჭიროთ უკრაინას დღეს. ევროპაში ყველამ მეტი უნდა გასცეს;

ჩვენ ყველას გვინდა სამშვიდობო შეთანხმება და ის უნდა გაგრძელდეს. აქ ევროპა ნამდვილად წინ მიიწევს;

NATO-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის",- წერს რუტე X-ზე და აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთად შეხვედრის ფოტოს.