პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროპა მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

რუტემ პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტში მიიღო მონაწილეობა.

"მზადყოფნა და სურვილი. ეს არის ჩემი აზრი პარიზში დღევანდელ შეხვედრაზე. ევროპა მზად არის და სურვილი აქვს ნაბიჯი გადადგას. უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას", - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპა მზად არის მეტი ინვესტიცია ჩადოს თავის უსაფრთხოებაში.

"დეტალები ჯერ გადასაწყვეტია, მაგრამ ვალდებულებები ნათელია", - თქვა რუტემ.