მოსკოვი მკაცრად გმობს კიევის „ბარბაროსულ ტერორისტულ აქტებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის რეგიონებზე შეტევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უკრაინის არმიის შეტევის შემდეგ რუსეთის მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს რუსეთის რეგიონებზე ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს. სარაკეტო თავდასხმები, თვითმფრინავების თავდასხმები აშკარად ტერორისტული ხასიათისაა. ბარბაროსული ტერორისტული აქტები მიზნად ისახავს მკვლელობას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.