საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მისი ყველა კომენტარი უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შესახებ ღრმად იყო გააზრებული. ამ კომენტარმა მას შემდეგ გაიჟღერა, რაც მან უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა.

„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია; ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხზე ვამბობ, გააზრებული და მოზომილია“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

26 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერების კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დასავლური სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ „კონსენსუსი“ არ არსებობს, „არაფერი გამორიცხული არ არის“.

მოგვიანებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განმარტა მაკრონის ეს განცხადება და თქვა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს ახალი ქმედებები უკრაინის მხარდასაჭერად, კერძოდ, განაღმვითი ღონისძიებები, კიბერთავდაცვა და იარაღის წარმოება უკრაინის ტერიტორიაზე. სეჯურნოს თქმით, ზოგიერთმა ასეთმა ქმედებამ „შეიძლება მოითხოვოს ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების ზღვრის გადალახვის გარეშე“.