საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მძევლების გასათავისუფლებლად ჰამასთან მოლაპარაკებები უნდა განახლდეს.
"დღეს 100 დღე გავიდა. საფრანგეთი თავის შვილებს არ ტოვებს. სწორედ ამიტომ, მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ისევ და ისევ უნდა განახლდეს. არასდროს დანებდეთ, რადგანაც ჩვენ არასდროს მივიღებთ მსხვერპლს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, რომ მათ ყველას სახლში დავაბრუნებთ", - თქვა მაკრონმა.
ამ დროისთვის, ჰამასის ტყვეობაში 150-მდე ადამიანი რჩება. მათ შორის სამი, შესაძლოა, საფრანგეთის მოქალაქე იყოს.
დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაპირისპირებულ მხარეებს შორის 23 ნოემბერს ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.