საფრანგეთის დედაქალაქში 50 ქვეყნის ხელმძღვანელისა და საფრანგეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით სამიტი იმართება, სადაც განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის აღმოფხვრისა და გლობალური დათბობის შესახებ მსჯელობენ.
სტუმართა შორის არ არის რუსეთის დელეგაცია, რის შესახებაც ემანუელ მაკრონმა RFI-ს და France24-ის ეთერში ისაუბრა.
"ეს სამიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი იზოლაციაში"- აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთმა აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ომი, რომელიც უკრაინაში დაიწყო. "რუსეთმა თავად ჩაიგდო თავი ასეთ სიტუაციაში. ისინი პატივს არ სცემენ საერთშორისო სამართალს და XXI საუკუნის ერთადერთ კოლონიურ ძალას წარმოადგენს, რომელიც იმპერიულ ომს აწარმოებს მეზობელ უკრაინასთან."
ჟურნალისტის კითხვაზე, ექნებოდა თუ არა დიალოგი ვლადიმერ პუტინთან, თუკი ეს უკანასკნელი ხვალ დაურეკავდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა: "თუკი რაიმეს შემოსათავაზებლად დამირეკავდა, მაშინ დავთანხმდებოდი, რადგანაც საფრანგეთი ყოველთვის იყო ძალა, რომელიც მედიაციისკენ და ფასილიტაციისკენ იყო მოწადინებული."
თუმცა, მაკრონმა ასევე დააზუსტა, რომ დიალოგი ვერ შედგება, სანამ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევას განაგრძობს, რაც მშვიდობიანი ცხოვრების ერთადერთი გარანტიაა.