საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგულ-იტალიური სარაკეტო თავდაცვის სისტემა SAMP/T უკვე უკრაინაშია.
"მოხარული ვარ, რომ ჩემს იტალიელ კოლეგასთან, ჯორჯა მელონისთან ერთად შემიძლია განვაცხადო, რომ ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T ახლა გადაცემულია და მოქმედებს უკრაინაში, სადაც ის იცავს ძირითად ობიექტებს და ხალხის სიცოცხლეს," - განაცხადა საფრანგეთის ლიდრმა.
ეს არის SAMP/T-ს უკრაინისთვის გადაცემის პირველი ოფიციალური დადასტურება მას შემდეგ, რაც მედიამ არაერთხელ დაწერა ამის შესახებ.
SAMP/T იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტის ფარგლებში მიაწოდა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში, საფრანგეთთან შეთანხმებით გამოცხადდა.
SAMP/T-MAMBA არის ევროპაში პირველი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. მას შეუძლია გაანადგუროს მტრის თვითმფრინავი 3-იდან 100 კილომეტრამდე და ბალისტიკური რაკეტები 3-დან 25 კილომეტრამდე, მოქმედების სიმაღლე 25 კილომეტრამდეა.
SAMP/T ევროპულმა კონსორციუმმა Eurosam-მა (MBDA Italy, MBDA France, Thales) შექმნა.