არ ვფიქრობ, რომ რუსეთი სრულად უნდა განადგურდეს, ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც იქნება - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის კონფერენციის დასრულების შემდეგ, თვითმფრინავის მიუნხენიდან პარიზისკენ მგზავრობის დროს, Le Figaro-ს , Le Journal du Dimanche-ს  и France.Inter-ის ჟურნალისტებთან განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მას სურს უკრაინასთან ბრძოლაში რუსეთის „დამარცხება“. ამასთან, მან გააფრთხილა ისინი, ვისაც „უპირველეს ყოვლისა, სურთ რუსეთის განადგურება" სურს, რომ ასეთივე  „არასდროს" არ იქნება „საფრანგეთის პოზიცია".  

”მე მინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში და მინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ეს სამხედრო გზით არ დასრულდება”, - განმარტა საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

„ზოგიერთის მსგავსად არ ვფიქრობ, რომ რუსეთი სრულად  უნდა განადგურდეს, მოხდეს თავდასხმა მის ტერიტორიაზე. მათ, უპირველეს ყოვლისა, სურთ რუსეთის განადგურება. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც იქნება“, - დასძინა მან.

Le Journal du Dimanche წერს, რომ მაკრონი გულისხმობს ნატოს და ევროკავშირის წევრ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომელთა ხელმძღვანელების ნაწილმაც გააკრიტიკა მისი ფორმულა: „ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი". პრეზიდენტის თქმით, მისთვის ეს ნიშნავს ყველაფრის გაკეთებას იმისათვის, რომ, როგორც კი უკრაინა, დასავლეთის მასიური მხარდაჭერით, თავის პირობების ჩამოსათვლელად იქნება საკმაოდ ძლიერ მდგომარეობაში, ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.  

„დღეს აუცილებელია, რომ უკრაინამ წარმართოს სამხედრო შეტევა, რომელიც გაანადგურებს რუსეთის ფრონტს da მოახდენს მოლაპარაკებებზე დაბრუნების პროვოცირებას“, -  დაჟინებით ამბობს სახელმწიფოს მეთაური. მას სწამს, რომ რუსეთი უნდა დააზარალონ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აღქმული შურისძიებად.

მაკრონის თქმით, უკრაინა მარტო ვერ შეძლებს საზღვრების აღდგენას, ვინაიდან არც ერთი მოკავშირე არ არის მზად ადგილზე ჯარების გაგზავნისთვის.

„ვერც ერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს სრულად", ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი, რადგან მობილიზაციის შედეგები არ არის ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც იყო და  მას თავად აქვს შესაძლებლობის ზღვარი, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე, ისინი (საფრანგეთი და მოკავშირეები - „აიპრესი") უნდა იყვნენ მსოფლიოს იმ ნაწილის მხარეს, რომელსაც სურს ომის სწრაფად დასრულება უკრაინის დამარცხების გარეშე. 

მაკრონი მიიჩნევს, რომ დაუსრულებელი კონფლიქტის მთავარი მსხვერპლი ევროპელები იქნებიან.

იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსეთის დამარცხება უნდათ, უნდა ესმოდეთ, რომ თუ ამერიკელები არ არიან მზად ბრძოლის ველზე თავის ჯარისკაცების გასაგზავნად და სხვას არავის არ სურს იქ მარტო წასვლა, მაშინ უაზროა რუსეთის განადგურების სურვილი.  

უნდა მოემზადოს თუ არა ნატო თავის რიგებში უკრაინის მისაღებად როგორც ამას კიდევ ერთხელ მოითხოვდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი? ამასთან დაკავშირებით მაკრონმა აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის მიღება რუსებმა ექსპანსიონიზმად მიიჩნიეს. ეს არ ამართლებს პუტინის საქციელს, მაგრამ ნაწილობრივ ხსნის მის სიტყვებს და მის საქციელს მოყოლებული 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის ანტიდასავლური გამოსვლის  დროიდან.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის, მოლდოვის და ბალკანეთის მოქალაქეების ევროატლანტიკურ ოცნებას ლოდინი მოუწევს, თუმცა ეს არ ათავისუფლებს მათ თავის შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალური ინვესტიციები ჩადონ ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში. საფრანგეთის პრეზიდენტს ასეთი სტრუქტურის უახლოეს პერიოდში შექმნა სურს.

მაკრონი ასევე შეეხო რუსეთის პოლიტიკური მომავლის საკითხს და აღნიშნა, რომ არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ამდენწლიანი მკაცრი მმართველობის შემდეგ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს პრობლემის დემოკრატიული გზით მოგვარებას.

გულწრფელად მსურს, მაგრამ ნაკლებად მჯერა ამის, - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ ურჩევნია კრემლში კვლავ პუტინი იყოს და არა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ნიკოლაი პატრუშევი ან ვაგნერის დაჯგუფების ბოროტი ბოსი ევგენი პრიგოჟინი.