ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამავდროულად, მან უკრაინისთვის ტანკების გადასაცემად სამი პირობა დაასახელა:

ამგვარმა ნაბიჯმა არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია; ეს უნდა წარმოადგენდეს უკრაინისთვის წარმოადგენს რეალურ და ეფექტურ დახმარებას და ამ ქმედებამ არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის თავდაცვის პოტენციალი.

ბოლო დღეებში უკრაინა, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი გერმანიას მოუწოდებენ, კიევს ლეოპარდ-2-ის საბრძოლო ტანკები გადასცეს.

მიუხედავად მზარდი საერთაშორისო ზეწოლისა, გერმანიას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მაკრონი უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე ალაპარაკდა: "მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრს ლეკლერკთან დაკავშირებით მუშაობა. არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მან.

თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ქმედება შეთანხმებული და კოორდინირებული უნდა იყოს სხვა მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან.