აშშ-ის ყოფილი რესპუბლიკელი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური პარტიის სახელით პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ გამორიცხავს.
CBS-ის გადაცემა Face the Nation-ში დასმულ კითხვაზე, მისცემს თუ არა ის ტრამპის წინააღმდეგ ჩვენებას, პენსმა თქვა, რომ ჩვენების მიცემას "არ აპირებს", თუმცა არ გამორიცხავს.
"ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩვენ დავემორჩილებით კანონს, ჩვენ კანონის მოთხოვნას ვუპასუხებთ. ჩვენ, უბრალოდ, სიმართლეს ვიტყვით". - თქვა მან.
ტრამპის ადვოკატმა, ჯონ ლაურომ თქვა, რომ პენსის ჩვენებას მიესალმება, თუ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ამას გადაწყვეტს.
"მაიკ პენსი იქნება ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოწმე სასამართლო პროცესზე". - თქვა ლაურომ კვირას ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.