აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მას 561 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"მას შემდეგ, რაც კორუმპირებულმა იუსტიციის დეპარტამენტმა კვლავ უკანონოდ წამიყენა ბრალი, ანგარიშები მიუთითებს, რომ მე 561 წლიანი პატიმრობა მემუქრება მემარცხენე კუდიანებზე ნადირობის გამო," - წერს ტრამპი მხარდამჭერებისთვის გაგზავნილ წერილში.
The Hill აღნიშნავს, რომ ბრალდებულებს იშვიათად სჯიან მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთით. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გირაოს დაწესება.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საიდუმლო მასალასთან მუშაობისთვის, მარ-ა-ლაგოში მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან თეთრი სახლი დატოვა. ტრამპი ასევე ბრალდებულია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის მოსყიდვის საქმეში, რა თანხაც მან კამპანიის ფინანსებიდან დაფარა.
ამასთანავე, აგვისტოს დასაწყისში ტრამპს ბრალი წაუყენეს კაპიტოლიუმის შენობაზე შეტევის საქმეზე.