აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაგმო მის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ, რაც დღეს მას ვაშინგტონში ოფიციალურად წაუყენეს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის და ასევე ძალიან სევდიანია ვაშინგტონში სიბინძურისა და დაცემის დანახვა. ეს ის ადგილი არ არის, რომელიც მე დავტოვე", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკური ოპონენტის დევნაა.
ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპს ბრალი წაუყენა შემდეგი ოთხი მუხლით:
შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს.
შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება.
შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ.
საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა.
გარდა ამისა, 13 ივნისს, დონალდ ტრამპს მაიამის ფედერალურ სასამართლოში ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე.