მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ იგი X-ზე წერს.

"პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას.

მოლდოვა პატივს სცემს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობას და ელოდება ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენი ხალხის სამომავლო კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის", – წერს მაია სანდუ.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.