ლუიზიანაში ჩატარებულ წინასაარჩევნო პრაიმერიზში დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენმა, ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ბაიდენმაც და ტრამპმაც 2024 წლის არჩევნებში ნომინაციისთვის საჭირო საპრეზიდენტო დელეგატები ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში მოიპოვეს. არჩევნებზე ნომინაციისთვის საჭიროა პრაიმერიზში 1 215 საპრეზიდენტო დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება. დონალდ ტრამპის დელეგატების რაოდენობა უკვე 1 686-ს უტოლდება, ჯო ბაიდენის კი – 2 539-ს.
უკვე ცხადია, რომ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციებზე ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტრამპის წინააღმდეგ ამჟამად რამდენიმე საქმის განხილვა მიმდინარეობს. ორივე პოლიტიკოსის თანაპარტიელმა კონკურენტებმა საკუთარი კანდიდატურები უკვე მოხსნეს.