დონალდ ტრამპის თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ-ს NATO-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ევროპული სახელმწიფოები სამართლიან წილს გადაიხდიან. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, ბრიტანელ ულტრა-კონსერვატორ, ნაიჯელ ფარაჯთან საუბარში განაცხადა.
"აშშ მისი კუთვნილი წილი უნდა გადაიხადოს, არა ყველას წილი",- თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ "ამერიკა NATO-ს ხარჯების 90%-ს ფარავს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობაა."
ტრამპის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამერიკის შეერთებულ შტატებს სამართლიანად უნდა მოექცეს, რადგანაც მის გარეშე უბრალოდ ვერც იარსებებს.
"ეს ევროპული სახელმწიფოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენს გარკვეული პრობლემებისგან ოკეანე გვაშორებს",- განაცხადა ტრამპმა.