პოლონეთის ინიციატივით, ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიაში მონაწილე 34-მა ქვეყანამ, მათ შორის სამმა გაეროს უშიშროების წევრმა ქვეყანამ, გუშინ ერთობლივი განცხადებაში სამშვიდობოებზე თავდასხმა დაგმეს.
განცხადებაში ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიაში წვლილის შემტანი ქვეყნები ადასტურებენ გაეროს სამშვიდობო მისიისა და საქმიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას, მიიჩნევენ, რომ სამშვიდობო მისიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მდგომარეობის გაუარესების ფონზე, მკაცრად გმობენ თავდასხმებს სამშვიდობოებზე და ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სათანადოდ გამოძიებას მოითხოვენ.
განცხადებას, რომელსაც ხელს 34 ქვეყანა აწერდა, მალე კიდევ ექვსი (კოლუმბია, გერმანია, ინდოეთი, კოლუმბია, პერუ, საბერძნეთი, ურუგვაი) შეუერთდა და ამჟამად ხელმომწერთა რაოდენობა 40-ს შეადგენს
Poland welcomes the growing support for the @UNIFIL_ peacekeeping mission.
— Poland in the UN (@PLinUN) October 12, 2024
Currently, 40 countries have co-signed our joint statement. Thank you 🇨🇴🇩🇪🇬🇷🇮🇳🇵🇪🇺🇾.
Also grateful for 🇨🇭 endorsement. https://t.co/kE7VOCqZ5H
სამშვიდობო მისიაზე თავდასხმების გამო გამოთქმული შეშფოთების ფონზე ისრაელი გაეროს გენერალურ მდივანს სამშვიდობოების გაყვანისკენ მოუწოდებს.
ბენაიმინ ნათანიაჰუს თქმით, „ჰეზბოლას" საყრდენი პუნქტებიდან და საბრძოლო ტერიტორიებიდან ლიბანში გაერიოს სამშვიდობო მისიის გაყვანის დრო დადგა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ მოითხოვეს ეს და არაერთხელ მიიღეს უარი. „ჰეზბოლას" ტერორისტები სამშვიდობოებს ცოცხალ ფარად იყენებენ. ბატონო გენერალურო მდივანო, გაიყვანეთ სამშვიდობო მისია რისკის ზონიდან. ეს უნდა გაკეთდეს ახლავე, დაუყოვნებლივ. თქვენი უარი სამშვიდობო მისიის ჯარისკაცების ევაკუაციაზე, მათ ჰეზბოლას მძევლებად აქცევს და საფრთხეს უქმნის როგორც მათ, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ისრაელი წუხს სამშვიდობოების დაჭრის გამო და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად ყველაზე მარტივი და აშკარა გზა არის საფრთხის ზონიდან მათი გაყვანა, - ამბობს ნეთანიაჰუ.