ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში თანამდებობას ტოვებს.

"ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "ახალი ერთობა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს.

ცნობისთვის: ჯერ კიდევ პარასკევს კრიშიანის კარინში აცხადებდა, რომ ახალ მთავრობას შექმნიდა და მის სათავეში დარჩებოდა.