ტელეკომპანია MSNBC-სთან ინტერვიუში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსების შეჩერება ან მნიშვნელოვანი შემცირება აბსოლუტურად უარყოფითად იმოქმედებს ომში უკრაინის წარმატების შესაძლებლობაზე.
კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისათვის დახმარების ყველაზე დიდი წყაროა და ამერიკის ადმინისტრაცია დარწმუნებულია კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის კუთხით.
თეთრი სახლი კონგრესს სთხოვს დამატებით 24 მილიარდ დოლარს უკრაინისათვის.
25 სექტემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ბიუჯეტის მიღებას და თავიდან აიცილოს მთავრობის ე.წ. შათდაუნი.