NATO-ში გაწევრიანებისთვის უკრაინა გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ვილნიუსში NATO-ს სამიტზე განიხილება უკრაინის გრძელვადიანი ვალდებულებების საკითხი უსაფრთხოების სფეროში.
ჯონ კირბის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი რჩება უკრაინის დახმარებაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში, ისევე, როგორც ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, NATO-ს წევრი რომ გახდეს, თითოეული ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. ამ ქვეყანასა და ალიანსს შორის სერიოზული დისკუსია უნდა იყოს. ჩვენ გვინდა, პატივი ვცეთ ამ პროცესს“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.