შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო ისრაელისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.
მან დაადასტურა, რომ „ჰამასის“ ბოევიკების ძალადობრივი თავდასხმის შემდეგ სამხედრო დახმარების პირველი პარტია ისრაელისკენ მიემართება.
„ველით, რომ იქნება ისრაელის უსაფრთხოებისთვის დამატებითი მოთხოვნები, რადგან ისინი განაგრძობენ საბრძოლო მასალის დახარჯვას ამ ბრძოლაში. ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით და უზრუნველვყოფთ, რომ მათი მოთხოვნილებები მაქსიმალურად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
ცნობილია, რომ ისრაელზე თავდასხმას აშშ-ის მინიმუმ 11 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.