კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 13 მოქალაქეს. ოტავას ცნობით, მათ კავშირი აქვთ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილთან.
კანადის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "სანქციები შემოღებულია 2020 წელს ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის, 2021 წელს მოსკოვის აეროპორტში პოლიტიკოსის უკანონოდ დაკავებისა და პატიმრობის დროს მისი უფლებების დაუცველობის ფაქტების გამო".
სანქციების სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ კანადის ტერიტორიაზე შესვლა. გარდა ამისა, კანადის ნებისმიერ მოქალაქეს ეკრძალება მათთვის ხელის შეწყობა ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებში, მათთვის საქონლის მიწოდება და ფინანსური მომსახურების აღმოჩენა.
ალექსეი ნავალნის დაღუპვის შესახებ ცნობა 2023 წლის 16 თებერვალს გავრცელდა. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი საგანგებო რეჟიმის კოლონიაში "ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა". ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ იგი მოკლეს.