აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, კალიფორნიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, 7,0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება თავდაპირველად ჩრდილოეთ კალიფორნიის და სამხრეთ ორეგონის სანაპიროების მასშტაბით გაიცა, თუმცა, მოგვიანებით, გაუქმდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 4,7 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.  

როგორც ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მიწისძვრის შედეგად დაღპულთა ან ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჰუმბოლდტის ოლქში, 10000-ზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია გაეთიშა. 

ექსპერტების განცხადებით, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე, ყოველწლიურად, 10-15-მდე მაგნიტუდის მიწისძვრა ხდება. 1994 წელს, ლოს-ანჯელესში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა. სახლებისა და ინფრასტრუქტურის ზარალმა მილიარდობით დოლარამდე შეადგინა.