საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, ძალიან გახარებული ვარ, რომ შევძელით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა, ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.
„ჩვენ საკუთარი ისტორიიდან ვიცით, რომ წინსვლისთვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და ბევრი რეფორმის განხორციელება, მაგრამ ვიცი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ევროპული გზა აირჩია“, - აღნიშნა მან.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.