ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, გაფართოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის საკითხი განიხილება განცალკევებულად და ასევე ერთადაც.
„ჩვენ ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ განცალკევებულად და ასევე ერთადაც. წინადადებები დევს მაგიდაზე. მათ შორის არის საქართველოს საკითხი, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას. ვნახოთ, რა გამოვა. მაგრამ ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. ჩვენ უნდა მივყვეთ ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინამ შეასრულა კრიტერიუმები, რომ მასთან მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. ეს მოლაპარაკებები კი რამდენიმე წელი გრძელდება, რაც ჩვენი ისტორიიდანაც ვიცით. მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი“, - აღნიშნა კაია კალასმა.