საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით ლიდერობა გადაიბაროს, თუ აშშ ამის სურვილი აღარ ექნება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

"მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა წევრი ქვეყანა და, იმედია, შეერთებული შტატებიც, მზად არიან გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა", – განაცხადა კაია კალასმა უკრაინის მოკავშირეების შეკრებამდე.