საქართველოს ხელისუფლებას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შეთავაზებით, – ამის შესსახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ისე რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს. დღეს ჩვენ მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შეთავაზებით. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ზომებს“, – წერს კაია კალასმა.კაია კალასი