ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ადგილობრივებმა სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
თანასოფლელების ვარაუდით, გარდაცვლილი, რომელიც მესაფლავედ მუშაობდა მოკლულია. ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ მას მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა.
მოგვიანებით მამაკაცი გაუჩინარდა. გარკვეული დროის შემდეგ, ჯერ მის ტელეფონს და საბუთებს მიაგნეს, დღეს კი მისი ცხედარი აღმოაჩინეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.