შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადის 51-ე შტატად ქცევის იდეაზე საუბარს არ იშლის.
ამჯერად დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ატვირთა რუკები, რომელზედაც კანადა აშშ-ის ფარგლებშია მოქცეული და ერთ-ერთ მათგანს წანუმძღვარა წარწერა: ოჰ, კანადა!
სავარაუდოდ, ამგვარად ის შეეხმიანა კანადის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე დაწერა, რომ „კანადაში ბევრ ადამიანს მოსწონს 51-ე შტატად ქცევის იდეა".
„არ არსებობს მცირედი შანსი იმისა, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს", - დაწერა ტრიუდომ X-ზე.
დონალდ ტრამპზე არანაკლებ გამომწვევი იყო მისი მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი წევრი, X-ის მფლობელი მილიარდერის, ილომ მასკის კომენტარი. მან კანადის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ტვიტზე კომენტარში მას გოგო უწოდა.
„გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი" - წერს მასკი
Girl, you’re not the governor of Canada anymore, so doesn’t matter what you say
— Elon Musk (@elonmusk) January 8, 2025