ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მეუღლის კომპანიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
ამის შესახებ მან ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (ERR) ინტერვიუში განაცხადა. კალასმა რუსეთში იმ კომპანიასთან ერთად თანამშრომლობას, რომელიც სანქციების ქვეშ არ არის, მორალური საკითხი უწოდა.
"მე არ ვაპირებ გადადგომას. როგორც პრემიერ-მინისტრი, ვიყავი და ვიქნები უკრაინისა და ესტონეთის თავისუფლების დამცველი", - აღნიშნა კაია კალასმა.
მისივე თქმით, თუ ზოგიერთი კომპანია არღვევს სანქციებს, ის უნდა დაისაჯის, ხოლო რუსეთში ინ მეწარმეებთან თანამშრომლობა, რომელთა საქმიანობა არ არის აკრძალული, მორალური კომპასის საკითხია.
არვო ჰალიკი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის ქმარი, პრესისთვის წერილობით განცხადებაში ამბობს, რომ მან გადაწყვიტა გაყიდოს თავისი წილები Stark Logistics-ში და დატოვოს ფირმა.
არვო ჰალიკი აღნიშნავს, რომ მისი მუშაობა და მის მიერ აქციების ფლობა Stark Logistics-ში, კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებას ესტონეთიდან რუსეთში ესტონური AS Metaprint-ისთვის, აჩენს კითხვებს და გავლენას ახდენს მეუღლის სამსახურზე და აქედან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას დაუბრუნოს თავისი წილები Stark Logistics-ს, გადადგეს კომპანიის დირექტორთა საბჭოდან, შეწყვეტოს კონტრაქტი მთავარ ფინანსურ დირექტორთან და „უარი თქვას ყველა როლსა და პასუხისმგებლობაზე".
ჩვენ რამდენჯერმე განვიხილეთ ჩვენი კლიენტის მომსახურების საკითხი და ვთვლიდით, რომ საჭირო კარგი ესტონური კომპანიის გადარჩენის საქმეში საჭირო ადამიანების დახმარებით სწორ საქმეს ვაკეთებდით, - წერს ჰალიკი და დასძენს:
„გარწმუნებთ ყველას, რომ ჩემმა მეუღლე არ იცოდა ჩემი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ" და ჩვენ ეს ყველაფერი მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ განვიხილეთ. მისი შეფასება ნათელია - არ არსებობს გარემოებები, რომლებიც ამ მომსახურებას გაამართლებს.
პრესისთვის გაგზავნილ განცხადებაში ჰალიკი წერს აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ინტერესების დეკლარაციაში აღნიშნული 350 ათასი ევროს ოდენობის სესხის შესახებ და ამბობს, რომ მისმა კომპანიამ ეს სესხი გამოიყენა სხვადასხვა ფინანსური ინვესტიციებისთვის, ამ ინვესტიციების დანიშნულება არასოდეს ყოფილა მეუღლესთან განხილვის საგანი და სესხი ზაფხულში დაფარეს.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ Stark Logistic-თან დაკავშირებული სკანდალის გამო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი რიიგიკოგუშია დაბარებული და ომის დროს რუსეთში ბიზნესის წარმოების თემა სავარაუდოდ, სამშაბათს იქნება განხილული. რიიგიკოგუში აგრეთვე მოუსმენენ AS Metaprint-ის გენერალურ დირექტორს და იმავდროულად Stark Logistic-ის მაჟორიტარულ აქციონერს მარტი ლემენდიკს. ამ უკანასკნელის მიერ პრესასთან გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეწჭრის შემდეგ კომპანიის რუსეთში გაყიდვების მოცულობამ 30 მილიონი ევრო შეადგინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ესტონეთში ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ უმეტესობის აზრით, კაია კალასი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ასეთივე პოზიციას იზიარებენ რიგი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები და თვით პრემიერ-მინისტრის „რეფორმების პარტიის" თავმჯდომარის მოადგილეც კი ამბობს, რომ არ მოეჩვენა დამაკმაყოფილებლად კალასის განმარტებები.
სულ ახლახან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც Stark Logistic-მა შარშან 245-ჯერ, წელს კი 60-ჯერ მიიღო ესტონეთის საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციისგან რუსეთში სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პორტალზე არსებული კიდევ ერთი ცნობის თანახმად კი, ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (ISS) ხელთ არსებული ინფორმაცია არ იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან პრემიერ მინისტრ კაია კალასის მეუღლესთან, არვო ჰალიკთან, დაარღვიეს სანქციები.
ამასთან, ISS-ს არ სურს მორალური შეფასება მისცეს კომპანიების საქმიანობას, - წერს საზოგადოებრივმა მაუწყებელი