ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 210 მილიარდი ევრო ევროკავშირის ტერიტორიაზე იმ დრომდე დარჩება, ვიდრე რუსეთი უკრაინას ომით მიყენებულ ზიანს სრულად არ აუნაზღაურებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე წნეხის გაზრდას, სანამ ის მოლაპარაკებებს სერიოზულად არ შეხედავს. მომდევნო კვირას ევროპული საბჭოს სხდომა იქნება უმნიშვნელოვანესი უახლოეს წლებში უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად“, - დაწერა კალასმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის ელჩები რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე შეთანხმდნენ.
The EU just decided to indefinitely immobilise Russian assets.
— Kaja Kallas (@kajakallas) December 12, 2025
This ensures that up to €210 billion in Russian funds stay on EU soil, unless Russia fully pays reparations to Ukraine for the damage it has caused.
We keep increasing the pressure on Russia until it takes…








