დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის სტაბილური მხარდაჭერა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ვილნიუსში, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ყოფილი პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის სტაბილურად მიწოდება. მისი თქმით, რუსეთის არმიის გარდა, უკრაინელების ყველაზე დიდი მტერი ახლა "უკრაინით დაღლის" საფრთხეა.
"მაგრამ მათ უნდა გაიმარჯვონ, ეს აბსოლუტურად აუცილებელია," - თქვა ჯონსონმა და განმარტა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მთელს მსოფლიოში.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში შესვლის გადადების "საბაბი არ უნდა არსებობდეს."
"ბოლო წინაღობა ის იყო, რომ ეს ვლადიმერ პუტინისთვის პროვოკაციულად გამოიყურებოდა. მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც უკრაინა ნატოში არ არის - ჩვენ ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე საშინელი ომის პროვოცირება მოვახდინეთ." - აღნიშნა ჯონსონმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად უკრაინისთვის საფრთხეა, ჯონსონმა გაიხსენა, რომ უკრაინამ პირველი ჯაველინები ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიიღო.