ამის შესახებ ინგლისური გამოცემა independent იუწყება.
პრივილეგიების კომიტეტის მიერ სიცრუეში მხილების შემდეგ დეპუტატობაზე უარის თქმიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბორის ჯონსონი „დეილი მეილის" მიმომხილველი გახდება. მას პირველ გვერდზე თავისი ყოველკვირეული სვეტი ექნება. „დეილი მეილი" პირობას დებს, რომ მისტერ ჯონსონის რუბრიკა გახდება „აუცილებლად წასაკითხი" ვესტმინსტერშიც და მთელ მსოფლიოშიც, - წერს independent.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯონსონი განიხილავს ლონდონის მერის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. არ არის გამორიცხული, რომ მან არჩევნებში კენჭი იყაროს როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.
ბორის ჯონსონი ლონდონის მერი იყო 2008 წლიდან 2016 წლამდე.