დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავს NATO-ს ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატად ასახელებს. ამის შესახებ მან ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსმა უპასუხა კითხვას, სურს თუ არა NATO-ს ხელმძღვანელი გახდეს.
"ყველას უნდა ვუთხრა, რომ ასეთი იდეა არსებობს, არავის დაავიწყდეს, რომ რეზერვში არის ასეთი კანდიდატი. ამჯერად, იმედი მაქვს, გამიმართლებს, რადგან ბოლოს მარიო დრაგიმ თქვა, რომ NATO-ს შემდეგი ხელმძღვანელი ევროკავშირის წარმომადგენელი უნდა იყოს. მე არ ვეთანხმები მას, არის სხვა ქვეყნები ევროკავშირის გარეთ. მე ჩემს თავს კანდიდატად ვხედავ", - განაცხადა მან.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია და NATO ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მან ასევე ისაუბრა უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე.
"შვედეთი და ფინეთი მალე შემოგვიერთდებიან და ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ უკრაინის გაწევრიანება არის პერსპექტივა, ეს უნდა მოხდეს. პუტინმა ააორთქლა ყველა არგუმენტი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, მხარს ვუჭერ უკრაინას გამარჯვებამდე", - განაცხადა მან.