ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე და კორუფციულ კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, - წერს ამერიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე და აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათს აქვეყნებს
"მადლიერი ვარ, შევხვედროდი დონალდ ტრამპს. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე და კორუფციულ კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა. მე მას ასევე გავუზიარე "საქართველოს მეგობრების" წერილი" - წერს ჯო უილსონი.
I was grateful to meet with @realDonaldTrump. I told him about the Ivanishvili regime’s assault on freedom and corrupt dealings with the CCP and Iranian regime, which planned to assassinate him. I also shared our Friends of Georgia letter. pic.twitter.com/bt9G4hXDbu
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 13, 2025