ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, - წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი და "საქართველოს დასავლელი მეგობრების" ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც 40-ზე მეტი დასავლელი მაღალჩინოსანი აწერს ხელს.
"მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო საქართველოს საერთაშორისო მეგობრების განცხადებას. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, მოვითხოვთ ერთიან სანქციებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ", - წერს ჯო უილსონი.
I am grateful to lead this statement of the International Friends of Georgia. We call on all free governments to refrain from senior meetings with the Ivanishvili regime until it agrees to hold free and fair elections. We also call for unified sanctions against the regime. pic.twitter.com/K8sa1lRF5v
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 8, 2025