იტალიური გამოცემის ცნობით, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ინსულტი იყოს. გამოცემა კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უახლოეს საათებში წმინდა საყდარი რომის პაპის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
ამასთან, კიდევ ერთი იტალიური სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაპის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევა გახდა. მათი ინფორმაციით, სიკვდილი უეცრად დადგა დილის 7:35 საათზე და არ იყო დაკავშირებული სასუნთქი ორგანოების პათოლოგიებთან.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.
თარგმანი: პირველი არხი