პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ. როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს." - ბიძინა ივანიშვილი