ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები ზაპოროჟიეს დასავლეთით წინ მიიწევენ.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის მიმართულებით კონტრშეტევას აგრძელებენ, მაგრამ ვითარება კვლავ რთულია. რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ რუსული არმია პოზიციებს რობოტინოს სამხრეთ ნაწილში იკავებდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნეს, რომ ჯარები სამხრეთ გარეუბნებიდან გაიყვანეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის მეთაური, მარგო გროსბერგი აცხადებს, რომ უკრაინის საარტილერიო შესაძლებლობები რუსეთის ძალებთან შედარებით "თანაბარი ან თუნდაც უკეთესია".
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსული წყაროები ივლისის შუა რიცხვებიდან არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას რუსული ძალების კონტრ-ბატარეის არტილერიის ნაკლებობის გამო.