ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) ექსპერტების ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში რჩებიან.
9 აგვისტოს სატელიტის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ოსიპოვიჩსა და მოგილევის ოლქში არსებულ დაქირავებულთა ბანაკთან ავტომობილების საკმაო რაოდენობა ჩანს. უკრაინული წყაროები ბრესტის ოლქში „ვაგნერის“ დაქირავებულების მოქმედებების გაფართოების შესახებ იუწყებიან. უშუალოდ კერძო სამხედრო კომპანიის წყაროების თანახმად, დაქირავებულები ბელარუსი მებრძოლების წვრთნას განაგრძობენ.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ვაგნერის“ წარმომადგენლები რუსეთში ბრუნდებიან.
„ვაგნერის“ დაქირავებულებმა ბელარუსში ჩასვლა ივნისის ბოლოს, რუსეთში აჯანყების მცდელობის შემდეგ დაიწყეს. ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივ სამხედროებს მოამზადებენ. ვაგნერელები ბელარუსში მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე ჩადიან. მათი მთავარი ბანაკი მოგილიოვის ოლქში მდებარეობს.