"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) ცნობით, უკრაინამ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დაახლოებით 53% გაათავისუფლა.
ISW–ს ინფორმაციით, უკრაინამ ბოლო 24 საათის განმავლობაში კონტრშეტევა, სულ მცირე, სამი მიმართულებით განახორციელა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
ორგანიზაციის შეფასებით, 22 ივლისის კადრების ადგილმდებარეობა აჩვენებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლას დონეცკის დასავლეთით და ზაპოროჟიეს აღმოსავლეთით - სტარომაისკის რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით 9 კმ-ში).
ამასთან, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ პრიუტნოეს რაიონში (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ში).
ISW–ს ანალიტიკოსების შეფასებით, 22 ივლისის სხვა კადრები ასევე აჩვენებს უკრაინელი დამცველების წინსვლას ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში, კამინსკის რაიონში. ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყარო იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე და, სავარაუდოდ, ხრომოვოეს რაიონში (ბახმუტის დასავლეთით).