ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ მათი შეფასებით, რუსეთმა შესაძლოა გადამწყვეტი შეტევა უახლოეს თვეებში განახორციელონ. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის დაზვერვის შეფასებითაც, რუსები ემზადებიან შეტევისთვის 2023 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, რაც მათ მოსაზრებას ნაწილობრივ ადასტურებს.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ 20 იანვარს განაცხადა, რომ 2023 წლის გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გადამწყვეტი იქნება ომში და დაადასტურა, რომ დააფიქსირეს ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც, რუსული ჯარები ჯგუფდებიან დიდი შეტევისთვის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
სკიბიცკიმ გაიმეორა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, თავდასხმა ბელარუსის მხრიდან ან სამხრეთ უკრაინის ნაწილიდან მოხდეს.
ISW ასევე ამბობს, რომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რუსეთი ჩრდილოეთ უკრაინაზე შეტევას გეგმავდეს ბელარუსის მიმართულებიდან.