ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
"დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უმაღლესმა სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა აიღოს ყველა დანაშაულზე, უკრაინის მიწაზე განხორციელებულ ყველა ტერორზე", - აცხადებს სტეფანჩუკი.
გაეროს მიერ მხარდაჭერილი სპეციალური ტრიბუნალი უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასასჯელად უნდა შეიქმნას.
ამჟამად, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ჯერ კიდევ არ შედის არც ერთი საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების კომპეტენციაში.