რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 180 ათასს აღემატება - ეს რიცხვი მოიაზრებს მოკლულების, დაჭრილების და დეზერტირების ჯამურ რაოდენობას. ამის შესახებ ნორვეგიის არმიის მეთაურმა ეირიკ კრისტოფერსენმა ტელეარხ TV2-თან ინტერვიუში განაცხადა.
კრისტოფერსენის თქმით, მასშტაბური დანაკარგების მიუხედავად სამხედრო მობილიზაციის შემდეგ რუსეთს აქვს საკმარისი ცოცხალი ძალა და რესურსი ომის გასაჭიანურებლად.
"მე რაც მაღელვებს ის არის - შეძლებს თუ არა უკრაინის არმია დატოვოს ომს მიღმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ.
კრისტოფერესენის თქმით, უკრაინისთვის აუცილებელია დასავლური წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკების გადაცემა - "თუ ისინი აპირებენ იერიშზე ზამთარში გადავიდნენ, ტანკები ძალიან სწრაფად დასჭირდებათ",- განაცხადა კრისტოფერსენმა.
რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს კრისტოფერსენის თქმით, უკრაინის არმიის დანაკარგები 100 ათასის ფარგლებშია, თუმცა ჯარისკაცების გარდა რუსეთის აგრესიას 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.