რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკურ ეკლესიაში ქალთა უფლებების გაფართოებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა და ეპისკოპოსთა მომავალ კრებაზე ქალებს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მისცა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეპისკოპოსთა გლობალური სინოდის სხდომა 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. კრებაზე 5 სასულიერო პირს 5 მონაზონი შეუერთდება, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ. ასეთი რამ კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველად მოხდება.
წარსულში მდედრობითი სქესის სასულიერო პირებს ასეთ შეკრებებზე დასწრება მხოლოდ დამკვირვებელთა სტატუსით შეეძლოთ.