ისრაელის მთავრობის შემადგენლობაში მყოფმა ცენტრისტმა პოლიტიკოსმა ბენი განცმა თავდაცვის მინისტრის პოზიციიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
მანამდე მან ნეთანიაჰუს მოუწოდა, 8 ივნისისთვის წარმოედგინა ღაზას სექტორში მოქმედების მკაფიო გეგმა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ადრე შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას და აღნიშნა, რომ მძევლების დაბრუნებას "ძალაუფლების შენარჩუნებაზე მაღლა აყენებს.
განცმა ასევე მოითხოვა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
მან დაადანაშაულა პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ვერ შეძლო წარმოედგინა ღაზას სექტორში გამარჯვების მიღწევისა და ამ ტერიტორიის ომის შემდგომი განვითარება მკაფიო გეგმა.
ბენ განცი ცნობილია, როგორც ნეთანიაჰუს ოპონენტი. მაგრამ იგი სამხედრო კაბინეტში შესვლას 7 ოქტომბერს ისრაელზე (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული) დაჯგუფება ჰამასის თავდასხმისა და ღაზაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დათანხმდა. თუმცა, ბოლო დროს, ბენცი სულ უფრო მეტად აკრიტიკებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს.